
"ოლ-პი ჯგუფმა" კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „ნიკორას“ ახალაშენებულ ობიექტზე მასშტაბური სამუშაოები განახორციელა.
კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ პროექტი გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკური სტანდარტებითა და ინდუსტრიული სივრცისთვის საჭირო გამძლე და ეფექტური გადაწყვეტებით.
“ოლ-პი ჯგუფი“ არის კომპანია, რომელიც შესაბამის ტექნოლოგიას იყენებს. მიღებული შედეგების მიხედვით, სიამოვნებით გავცემ მათთან თანამშრომლობის რეკომენდაიას“, – გენადი ბუდა, ნიკორას“ მთავარი ინჟინერი.
პროექტის ფარგლებში შენობის გარე ტერიტორიაზე მოეწყო ბეტონის საფარი, საწარმოო სივრცეში კი შესრულდა პოლიმერული იატაკის სამუშაოები.
ასევე განხორციელდა მოჭიმული იატაკის მოწყობა. შესრულებული სამუშაოს მასშტაბმა კი 14 480 კვ.მ შეადგინა.
