ოლ-პი ჯგუფი 18 წლის გახდა

სიახლეები

გზა, რომელიც კომპანიამ დაარსებიდან სფეროს ლიდერობამდე განვლო, 2007 წელს იატაკის მოჭიმვის სფეროში მექანიზებული სისტემის დანერგვით დაიწყო. 
წლებთან ერთად, კომპანიამ დახვეწა და განავითარა იატაკის ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულება. დანერგა იატაკის ახალი სტანდარტი კვების მრეწველობასა და მეღვინეობის სფეროში. 

დღესდღეობით,  კომპანია სრულ სამშენებლო და სარემონტო ციკლს სთავაზობს მომხმარებელს და ამვდროულად, ინარჩუნებს იატაკის ტექნოლოგიების ლიდერი კომპანიის სტატუსს. 

„ოლ-პი ჯგუფის“ 18-წლიანი ოპერირების მასშტაბი:

•ბეტონი - 3 110 622 მ² ;
•იატაკის მოჭიმვა - 1  788 487 მ² ;
•პოლიმერული იატაკი - 966 150 მ²;
•პოლირებული იატაკი - 90 501 მ².

"ოლ-პი ჯგუფი" მადლობას უცხადებს თანამშრომლებსა და პარტნიორებს კომპანიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!

16.06.2025
სამშენებლო სერვისები