„ოლ-პი ჯგუფი“ 19 წლისაა. კომპანიის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ნიკოლოზ მაჩალაძემ BM.GE-სთან ისაუბრა

სიახლეები

„ოლ-პი ჯგუფი“ 19 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანია, რომელმაც საქმიანობა იატაკის ტექნოლოგიებით დაიწყო და ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია დაიკავა, დღეს მომხმარებელს  სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების სერვისებს სთავაზობს.


იუბილესთან დაკავშირებით BM.GE-მ „ოლ-პი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ მაჩალაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან კომპანიის განვითარების გზაზე, დანერგილ ინოვაციებზე, გაფართოებულ სერვისებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ნიკოლოზ მაჩალაძის თქმით, კომპანიის წარმატების მთავარი საფუძველი ხარისხზე, პროფესიონალიზმსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მიდგომაა.
„19 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგია და სტანდარტი დავნერგეთ საქართველოში. მუდმივად ვაკვირდებით საერთაშორისო ტენდენციებს და ვცდილობთ, პარტნიორებს თანამედროვე და ეფექტური გადაწყვეტილებები შევთავაზოთ,“ - აღნიშნა მან ინტერვიუში.
ინტერვიუს ფარგლებში საუბარი შეეხო კომპანიის გაფართოებულ საქმიანობასაც. როგორც დირექტორმა განმარტა, „ოლ-პი ჯგუფი“ დღეს უკვე არა მხოლოდ იატაკის ტექნოლოგიების, არამედ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის, სარემონტო სამუშაოებისა და ჰიდროიზოლაციის სისტემების მიმართულებითაც ოპერირებს.


ნიკოლოზ მაჩალაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კომპანიის მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მათ შორის Laser Screed Machine-ზე, იატაკის ლაზერული გასწორების სისტემაზე, რომელიც სრულად შეესაბამება გერმანულ სამშენებლო სტანდარტს DIN 18202-ს.
ინტერვიუში ასევე განხილული იყო 2025 წელს განხორციელებული მასშტაბური პროექტები, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის სარემონტო სამუშაოები, რომელსაც კომპანია 18 000 კვ.მ. ფართობზე ახორციელებს.
იუბილესთან დაკავშირებით ნიკოლოზ მაჩალაძემ მადლობა გადაუხადა კომპანიის გუნდს, პარტნიორებსა და დამკვეთებს.


„კომპანიის წარმატება სწორედ ნდობას, ერთობლივ ძალისხმევასა და საერთო მიზნებისკენ სწრაფვას ეფუძნება,“ - აღნიშნა „ოლ-პი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა.
BM.GE-ზე გამოქვეყნებული სრული ინტერვიუ დეტალურად მიმოიხილავს კომპანიის 19-წლიან ისტორიას, განვითარებასა და სამომავლო ხედვებს. https://shorturl.at/lWCve

08.06.2026
სამშენებლო სერვისები