
"ოლ-პი ჯგუფი" გამარჯვებული წლის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებაზე გოლდენ ბრენდზე გახდა.
„ოლ-პი ჯგუფის“ მენეჯმენტის განმარტებით, კომპანიის წარმატება განპირობებულია არა მხოლოდ მრავალწლიანი გამოცდილებით, არამედ დაკავშირებულია თანამედროვე ტექნოლოგების დანერგვასთანაც. ერთ-ერთ მსგავსი სიახლეა Laser Screed Machine - იატაკის ლაზერული გასწორების სისტემა, რომელიც ქართულ ბაზარს პირველმა სწორედ „ოლ-პი ჯგუფმა“ წარუდგინა.
წლის წამყვან ბიზნეს დაჯილდოებაზე „გოლდენ ბრენდი“ გამარჯვებული კვლევის საფუძველზე ვლინდება. გამოკითხვაში მონაწილეობენ: სახელმწიფო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები. პარალელურად, გამოიკითხა 1000-ზე მეტი მომხმარებელი.
აღსანიშნავია, რომ ეს „ოლ-პი ჯგუფისთვის“ პირველი აღიარება არ არის. 2024 წელს კომპანიას ჟიურის სპეციალური ჯილდო იატაკის ტექნოლოგიების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.
