
„ყველაფერი ფუნდამენტით იწყება, სწორი ფუნდამენტი განსაზღვრავს პროექტის წარმატებას. „ოლ-პი ჯგუფის“ შემთხვევაშიც ასე იყო“, - KUS TBA PADEL-ის დამფუძნებელი ბესო ხარძიანი.
მისი განმარტებით, პროექტის პარტნიორის შერჩევის პროცესი ძლიერ, სანდო და ხარისხზე ორიენტირებული კომპანიის მოძიებას მოიცავდა. შესაბამისი კრიტერიუმებით, არჩევანი „ოლ-პი ჯგუფზე“ შეჩერდა. ბესო ხარძიანის თქმით, მიღებული შედეგებით, იგი სამშენებლო სერვისებით დაინტერესებულ მხარეებს, „ოლ-პი ჯგუფთან“ თანამშრომლობას ურჩევს.
2 400 კვ.მ. ღია ტერიტორიაზე „ოლ-პი ჯგუფმა“ პადელის 8 კორტისა და ტრიბუნების მოწყობისთვის საჭირო სამუშაოები შეასრულა.
დღეს KUS TBA PADEL-ი ევროპული სტანდარტების შესაბამისი სივრცეა, რომელიც პროფესიონალ და მოყვარულ სპორტსმენებს აერთიანებს და პადელის განვითარებისთვის თანამედროვე გარემოს ქმნის.
