
"ოლ-პი ჯგუფის" მასშტაბური პროექტი: ტერმინალის მშენებლობა ფოთში.
სამუშაო პროცესი ორი ნაგებობის მშენებლობას მოიცავს: ერთ მათგანს საწყობი, ხოლო მეორეს ადმინისტრაციული ოფისი დაიკავებს. ობიექტზე „ოლ-პი ჯგუფი“ სრული სამშენებლო და სარემონტო სპექტრით არის წარმოდგენილი. ამჟამად მიმდინარეობს ლითონკონსტრუქციების დამზადება და მონტაჟი, რასაც ობიექტის სენდვიჩ პანელებით მოპირკეთება მოჰყვება. ასევე დაგეგმილია ელექტრომექანიკური საინჟინრო სისტემების მონტაჟი. სამშენებლო პროცესი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს.
პროექტის ფარგლებში „ოლ-პი ჯგუფი“ ტერიტორიაზე ინოვაციური ტექნოლოგიით, Laser screed Machine-ის გამოყენებით, ბეტონის ინდუსტრიული იატაკის მოწყობის სამუშაოებსაც ახორციელებს, რაც სრულად შესაბამისობაშია გერმანულ სამშენებლო სტანდარტთან DIN 18202.
ლაზერ სქრიდ Machine-ის უპირატესობები:
აღნიშნული ტექნოლოგიით, ბეტონის ინდუსტრიული იატაკი ობიექტზე 43 000 კვ.მ. ტერიტორიაზე მოეწყო. პროექტზე „ოლ-პი ჯგუფმა“ მუშაობა ზამთარში, რთულ კლიმატურ პირობებში დაიწყო, რომლის პარალელურად კომპანია ახერხებს დაიცვას პროექტით განსაზღვრული ვადები.
დამკვეთი: ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი