„ოლ-პი ჯგუფი“ „კავკასიის უნივერსიტეტის“ ბათუმის კამპუსზე (უნივერსიტეტი და სკოლა) მუშაობას განაგრძობს.
თანამშრომლობა კამპუსის სახურავზე TPO მემბრანული ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებით დაიწყო და ამ დროისთვის მინუს სართულზე, სხვადასხვა ტიპის სპეციალური ინექციით, საძირკვლის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შესრულებული სამუშაოს მასშტაბი 400 მ-ს შეადგენს.
ჰიდროიზოლაციის მიმართულებით, „ოლ-პი ჯგუფი“ საერთაშორისო გერმანულ ბრენდ KOSTER-თან თანამშრომლობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე ობიექტზე „ოლ-პი ჯგუფი“ სარემონტო და მოჭიმული იატაკის სამუშაოებსაც ასრულებს.