
"ოლ-პი ჯგუფმა" სასტუმრო Paragraph Golf & Spa Tabori, Autograph Collection-ი მრავალმხრივი სერვისებით უზრუნველყო.
პროექტის ფარგლებში მოეწყო მაღალმარკიანი, ცვეთამედეგი ბეტონის იატაკები - 18-წლიანი გამოცდილებით მიღწეული ხარისხის სტანდარტით. აღნიშნული სერვისით „ოლ-პი ჯგუფმა“ სასტუმროს გარე ტერიტორია მოიცვა. გარე პერიმეტრზე მოეწყო ასევე ბეტონის ბილიკებიც, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის გარემოს და გამოირჩევა ხანგრძლივი ექსპლუატაციით.
სასტუმროს შიდა ინტერიერში კი „ოლ-პი ჯგუფმა“ მინა ბლოკი გამოიყენა. აღნიშნულმა გადაწყვეტამ ხაზი გაუსვა დიზაინის ნათელ, მსუბუქ და ტრენდულ ვიზუალურ ეფექტს. მინა ბლოკი შეგხვდებათ როგორც სრული კედლების ასევე, ინტერიერში გამოყენებული ელემენტებისა თუ ავეჯის ფორმით.