როგორ შეიქმნა სასტუმრო „ყვარლის ტბის“ გამორჩეული სივრცე

სიახლეები

"ოლ-პი ჯგუფმა" კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი განახორციელა სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმღებ სივრცეში.

„360°-იანი გახსნილობა ქმნის გარემოს, რომელიც შენობასა და ბუნებას შორის ზღვარს შლის“ -  დავით გიორგაძე, არქიტექტორი.

პროექტის მთავარი არქიტექტურული გამოწვევა ინტერიერის სივრცისა და გარე ავტოსადგომის საფარის ვიზუალური და ფუნქციური უწყვეტობა იყო. სწორედ ამ კონცეფციის გასაძლიერებლად შეირჩა ტერაცოს იატაკი, რომელიც „ოლ-პი ჯგუფმა“ ფერისა და ფაქტურის ზუსტი შერწყმით შეასრულა.

„ სასურველი შედეგის მისაღწევად არაერთი ტესტი ჩავატარეთ და საბოლოოდ მივიღეთ პროდუქტი, რომლმაც სრულად გაამართლა ჩვენი მოლოდინი“ -  აცხადებს არქიტექტორი.

შედეგად შეიქმნა ერთიანი სივრცე, სადაც იატაკი ბუნებრივად აკავშირებს შიდა და გარე გარემოს, ამავდროულად სრულ ჰარმონიაშია ინტერიერის დიზაინსა და გამოყენებულ მასალებთან.

პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს მოცულობამ 200 კვ.მ. შეადგინა.

09.05.2026
სამშენებლო სერვისები