ბეტონის იატაკები

მაღალხარისხიანი, გამძლე და ცვეთამედეგი ბეტონის სამრეწველო იატაკების მოწყობა

პოლიმერული იატაკები

ანტიბაქტერიული, ადვილად მოსავლელი, ხანგძლივი ექსპლუატაციის ვადით, გააჩნია ფერებისა და ფაქტურის ფართო არჩევანი

პოლირებული იატაკი

მედეგი ქიმიური და ფიზიკური დატვირთვებისადმი, არაამტვერებადი, ხანგძლივი ექსპლუატაციის ვადით

მოჭიმული იატაკის სამუშაოები

იდეალურად სწორი ზედაპირი, გერმანული ინდუსტრიული სტანდარტის #DIN18202 მოთხოვნისამებრ

სარემონტო სამუშაოები

სარემონტო სამუშაოები ფუნქციურად განსხვავებული დანიშნულების ობიექტებისთვის

ვინილის და რბილი იატაკები

ევროპული მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ვინილისა და იატაკის რბილი საფარის მოწყობა

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა

დამატებითი სერვისი: პროექტირება, ინტერიერის დიზაინი

ტერაცოს და ვეტრაცოს იატაკები

განსხვავებული დიზაინის შესაძლებლობა, ფერებისა და ორნამენტების არჩევანი.

ჰიდროიზოლაცია

საერთაშორისო ბრენდებთან ექსკლუზიური პარტნიორობა

კომპანიის შესახებ
„ოლ-პი ჯგუფი” 2007 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითად მიმართულებას იატაკის ტექნოლოგიები წარმოადგენდა. ამჟამად იგი კი სერვისების ფართო სპექტრით ოპერირებს და არა მხოლოდ - საქართველოს მასშტაბით.
შეიტყვეთ მეტი ოლ-პი ჯგუფზეშეიტყვეთ მეტი ოლ-პი ჯგუფზე
ALL-P უზბეკეთიALL-P უზბეკეთი
966 150კვ.მ. პოლიმერული იატაკი
90 501კვ.მ. პოლირებული იატაკი
3 110 622კვ.მ. ბეტონი
18 წელიბაზარზე
პარტნიორები და დამკვეთები
img

ოლ-პი ჯგუფმა ქართულ ბაზარს კიდევ ერთი ინოვაციური ტექნოლოგია შესთავაზა: 𝗟𝗮𝘀𝗲𝗿 𝘀𝗰𝗿𝗲𝗲𝗱 𝗠𝗮𝗰𝗵𝗶𝗻𝗲 - იატაკის ლაზერული გასწორების სისტემა

უპირატესობები:

აბსოლუტური სიზუსტე - გერმანულ სამშენებლო სტანდარტთან DIN18202 შესაბამისობა;

ლაზერული სისტემის გამოყენებით იატაკის მოწყობა ხდება მილიმეტრების სიზუსტით. შედეგად, იგი აკმაყოფილებს უახლესი სტანდარტების ლოგისტიკურ და სასაწყობო სივრცეებში თანამედროვე ინფრასტრუქტურის სრულფასოვნად ფუნქციონირებას, სადაც ნებისმიერი გადახრა პრობლემას უქმნის იქ არსებულ ტექნიკასა თუ ავტომატიზებულ სისტემებს

დროის ეკონომია - მასშტაბური არეალის უმოკლეს დროში ათვისების შესაძლებლობა;

რთ ჩასხმაზე 3 000 კვ..-ის დაფარვის რესურსი;

ავტომატიზებული ტექნიკა მნიშვნელოვნად აჩქარებს სამუშაო პროცესს, რაც ნიშნავს, რომ მიიღებთ მზა სივრცეს ბევრად უფრო ადრე, ვიდრე სტანდარტული მეთოდების გამოყენების შემთხვევაში

Laser screed Machine იდეალურია სამრეწველო იატაკების მოსაწყობად ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა:

საწყობები;

საწარმოები;

ლოგისტიკური ცენტრები;

ტექნიკური სივრცეები;

ავტოსადგომები.

იატაკის ლაზერული გასწორების სისტემას გარდა, ოლ-პი ჯგუფი“ ფლობს გამამკვირებელი ფხვნილის დამყრელ მოწყობილობას. იგი საშუალებას იძლევა გამამკვრივებელი ფხვნილი სველ ბეტონზე ავტომატიზებულად და ზუსტად გადანაწილდეს. შედეგად კი ვიღებთ დროის ეკონომიასა და მეტად გამძლე პროდუქტს.

მოითხოვეთ გერმანული სამშენებლო სტანდარტი და გამოიყენეთ უახლოეს ტექნოლოგიებთან ინტეგრირებული ოლ-პი ჯგუფის“ 18-წლიანი გამოცდილება.

18.08.2025
სამშენებლო სერვისები